რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ხსენებისას თავი ვერ შეიკავა და იტირა 8 დეკემბერს, როცა რომის ცენტრში, ტრადიციული ლოცვის დროს, უკრაინელების ტანჯვა ახსენა. Reuters-ის ცნობით, პაპს ხმა აუკანკალდა, როცა უკრაინელები ახსენა და გაჩერდა, ლაპარაკი ვეღარ გააგრძელა, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში. ლოცვა რომ განაახლა, ხმა უწყდებოდა. ფრანცისკემ ტრადიციული ლოცვა ჩაატარა „უბიწო ჩასახვის“ დღესასწაულზე, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე. ...